მათემატიკის ფუძემდებლები
ევკლიდე და არისტოტელე
მათემატიკის სფეროში პიტაგორამდე (ძვ.წ. VI-V ს.ს.) საკმაოდ მნიშვნელოვანი ცოდნა იყო დაგროვილი, არსებობდა შეხედულებები ცალკეულ რიცხვთა სიმბოლურ მნიშვნელობებზეც, მაგრამ არქაულ საბერძნეთში პითაგორა იყო პირველი, ვინც რიცხვი და რიცხვითი მიმართებები დაუდო საფუძვლად კოსმოსის კანონზომიერებათა ახსნას.პითაგორასთვის რიცხვი იყო არა მხოლოდ რაოდენობის გამომხატველი, არამედ სამყაროს პირველსაწყისი. ამგვარი თვალსაზრისი გვხვდება რიცხვთა მისტიკის ადრეულ წარმოდგენებშიც. საკმარისია გავეცნოთ პითაგორას ცხოვრების წესისა და მოძღვრების შესახებ არსებულ ცნობებს, რომ ჩვენს ყურადრებას უთუოდ მიიპყრობს მისტიკურისა და მეცნიერულ-რაციონალურის არა მარტო უბრალო თანაარსებობა, არამედ მათ ერთ სისტემად გაერთიანების ცდა.
არისტოტელე წერდა: "პითაგორელები ფიქრობდნენ, რომ მათემატიკის საწყისი ყველაფრის საწყისია, ყველაფერი რიცხვებს ემსგავსება თავისი ბუნებით, და რიცხვები მთელ ბუნებას უსწრებს წინ." პითაგორელტა მოძღვრების ამოსავალი უნდა ყოფილიყო ის დაკვირვება, რომ მუსიკალური ჰარმონია რიცხვით მიმართებებს ეფუძნება. ისინი მუსიკალურ ბგერათა შორის ინტერვალებს არითმეტიკულად გამოსახავდნენ რიცხვებს - 1, 2, 3 და 4 - ურთიერთმიმართებებით. ამ რიცხვების ჯამი - 10 - პითაგორელებმა სრულყოფილ რიცხვად გამოაცხადეს, ხოლო ჩანაწერი 1+2+3+4=10 კოსმოსის ჰარმონიას წარმოგვიდგენდა. რიცხვთა თავისებური გააზრების საფუძვლზე ჩამოყალიბდა პითაგორული ე.წ. პლანეტების თეორია, რომლის თანახმად, სფეროსებური სამყაროს (კოსმოსის) ცენტრს წარმოადგენს 'წმინდა ცეცხლი". მას ეკვრის ათი ციური სხეული. ამ ჰარმონიას, პითგორელთა აზრით, მუსიკალური პროპორციები უდევს საფუძვლად. საინტერესოა ის გადმოცემაც, რომლის თანახმად, პითგორამ პირველმა დაადგინა მიმართება სიმის სიგრძესა და ტონის სიმაღლეს შორის - ერთნაირი დაჭიმულობისას ტონის სიმარლე უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია სიმის სიგრძესთნ.
პითგორელებმა პირველებმა წარმოაჩინეს რიცხვითი მიმართებების მნიშვნელობა ზოგადი კანონზომიერებების დასადგენად. შესაძლოა, მათ პირველებმა დაუშვეს, რომ დედამიწა სფეროს ფორმის პლანეტაა. პითაგორელთა მიგნებები შემდეგდროინდელ ფილოსოფიასა და მეცნიერებაში პოულობს განვითარებას, ზოგჯერ კი თანამედროვე მეცნიერთა უთამამეს ჰიპოთეზებს ეხმიანება. დღეს არც ისე ადვილია პიტაგორიზმში მკვეთრი ზღვრის გავლება რაციონალიზმსა და ირაციონალიზმს, ლოგიკურსა და ალოგიკურს შორის. თანამედროვე მეცნიერების თვალთხედვით, პითაგორელთა ლტოლვა სამყაროს სტრუქტურაში მათემატიკური სიმეტრიისა და ჰარმონიის აღმოჩენისკენ ერთგვარად გამართლებულიცაა.
ტირან ჰოლიკრატესგან შევიწროებულმა პითაგორამ მიატოვა მშობლიური კუნძული სამოსი და სამხრეთ იტალიაში გადასახლდა, სადაც დააარსა მისტიკურ-ფილოსოფიური წრე. პითაგორელებმა შეიმუშავეს ცხოვრების გარკვეული წესი, რომელიც ელინთათვის მანამდე უჩვეულო სახით - მიწიერ კეთილდღეობაზე უარის თქმით - გამოიხატა. პითაგორელებს შეზღუდული ჰქონდათ საკვები, უარყოფდნენ სისხლიან მსხვერპლსეწირვას და ა.შ. მათთვის ძირითდი ავტორიტეტი იყო მასწავლებელი (ანუ პითაგორა) და მისივე ზეპირი გზით გადაცემული დადგენილებანი, ე. წ. აკუსმები ( "მოსმენილნი"). პითგორელთ წრე თავისი განსაკუთრებულობით და ცხოვრების უჩვეულო წესით დაუპირისპირდა საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეულ პრაქტიკას. თუმცა პითგორელთა უმთვრესი წვლილი ელინური მეცნიერების განვითარებაში იყო ის, რომ მათ ადამიანის აზროვნებას გზა გაუხსნეს რიცხვით მიმართებათა სამყაროსკენ.