ტრენინგის რეფლექსიები
დღე 9
მეცხრე დღე დავიწყეთ შეცდომების გასწორებით.გადავამოწმეთ პროექტის გეგმა.
შევქმენით ტესტი. ვისწავლე ვიდეოს კოპირება youtube.com იდან.
გავასწორეთ შეცდომები და გაურკვეველი საკითთხები გავარჩიეთ ტრენერთან.
ვისწავლე რა არის ფასილიტაცია და როგორ უნდა გამოვიყენო.
შესწავლილი მასალას უკვე ვიყენებ მოსწავლეებთან.~
დღე 8
შევადგინე ჩემი ჩექლისტი და შევავსე კოლაბორაციული შეფასება.ჩამოვტვირთე დამხმარე რესურსები: პედაგოგის ჩექლისტი, პორტფოლიოს ჩექლისტი. პრეზენტაციის რუბრიკა. ჯგუფების დაყოფა, ჯგუფევის შექმნა. ფოტოგრაფიკის პრეზენტაცია.
ვისწავლე დრაივზე საქარალდის გახსნა და შევქმენი შესაბამისი საქაღალდეები. ვისწავლე ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა დრაივზე. ასევე ფოსტაზე ატვირთული ფაილების გადატანა შესაბამის საქაღალდეში.
საქაღალდე გავაზიარე ბლოგზე
მივიღე დავალება: დავასრულო გეგმა, შევადგინო მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში, გადავხედო სხვა ფაილებს და თუ საჭიროა მოვახდინო რედაქტირება
დღე 7
განვიხილეთ საკუთარი პრეზენტაციები, მივიღე შენიშვნები და ადგილზე გავასწორე ისინი.
განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშები. ასევე მოდული 4-ს და მოდული 5-ს.
განვიხილეთ ჩეკლისტი და მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაო, ეს ყველაფერი დავაკავშირეთ ჩვენს პროექტს და მოვარგეთ მას.
ასევე გავეცანით შეფასების რუბრიკას ,,ვიცი, მინდა ვიცოდე და კოლაბორაციულ შეფასებებს" მივიღეთ საშინაო დავალება შევადგინოთ ჩეკლისტი. წავიკითხოთ კიდევ ერთხელ მოდული 4 და მოდული 5.
დღე 6
ვისწავლე ბუკლეტის გაკეთება, რაც გამიადვილებს პროექტის მიზნის უკეთ წარმოჩინებაში
ვისწავლე პრეზენტაციის მომზადება პოვერ პოინტის პროგრამაში, რომელიც დამეხმარება მსმენელთა ყურადღების მიქცევაში. ვისწავლე, როგორ უნდა გავაკეთო პროექტის პრეზენტაცია, ისე, რომ ის მოსაწყენი არ იყოს მოსწავლეებისათვის.
დღე 5
- ვისწავლე ბლოგზე გვერდების შექმნა.
- გავეცანით საავტორო უფლებებს
- ტრენერმა გიორგი არავიაშვილმა გვაჩვენა ვიდეო მომავლის ტექნოლოგიები
- ვისწავლე სხვადასხვა პროგრამების მოძებნა
დღე 4
წარვადგინე დავალება.
ვისწავლე ბლოგზე პოსტების გაკეთება. ასევე ბლოგის დიზაინის შეცვლა
მივიღე დავალება. შეფასების დროის ჩარჩოს შემუშავება, წავიკითხო მე-2 მოდულის მე-3 და მე-4 აქტივობა. ბლოგზე დავწერო მეოთხე დღის რეფლექსია და დავასრულო ყველა წინა რეფლექსია. გეგმაში შევიტანო მიზნები და სტანდარტები.
დღე 3
ბლოგის შექმნა.წავიკითხე ჩემი დავალება .გავეცი პასუხი ზოგად, შინაარსობრივ და თემატურ კითხვებს.
ზოგადი კითხვები:
რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე?
წილადები ამდენად მნიშვნელოვანია, თუ მათი გამოყენების გარეშე
უფრო მარტივი იქნებოდა დავალების შესრულება?
· როგორ გამოიყენება წილადები სხვადასხვა პროფესიულ
საქმიანობაში და რამდენად საჭიროა წილადები სხვადასხვა სამუშაოს
დღე 2
შევქმენი ჩემი ელ ფოსტა და ვისწავლე მისი გამოყენება. წარვადგინე თემა, მოქმედებები წილადებზე. განვიხილე ეს პროექტი მივიღე მივიღე მითითებები და საშინაო დავალება.
დღე 1
პირველი დღეს ტრენერმა გიორგი არავიაშვილმა ამიხსნა, თუ რა ტრეინინგი უნდა გავიაროთ. გავეცანი საიტებს,რომლითაც ვიხელმძღვანელებ შემდგომი მეცადინეობებისას.გავეცანი 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს განვიხილეთ სახელმძღვანელო.შევადგინე პროექტის მონახაზი.
No comments:
Post a Comment